გომის საჯარო სკოლაში, აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
10-04-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნევან.
ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ყოფილა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ციალა რომანაძის ხელმძღვანელობით, თემატური აქტივობები გამართეს.
მათ ნამუშევრები მოამზადეს, ვრცლად ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.