„გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და გმირები“- საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პროექტი მიეძღვნა
10-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

„გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და გმირები“- ასე ეწოდა თემატურ პროექტს. მის მიმდინარეობაში მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და პრეზენტაცია მოამზადეს. მათ ნახატებიც დახატეს, შემდეგ კი მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს. 

აქტივობებმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203