„9 აპრილი - სისხლით დამძიმებული თავისუფლება!“ - გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით, პროექტი განახორციელეს.

„9 აპრილი - სისხლით დამძიმებული თავისუფლება!“, - ამ სიტყვებით მოსწავლეებმა, ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყნის ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი, როლი ითამაშა 9 აპრილის მოვლენებმა საქართველოს დამოუკიდებლობაში.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - თემიდა მიქავა, კარინა ბუიანოვა, მარიამ ბესიაშვილი და თეონა კვიციანი.

სკოლაში, მოსწავლეთა პატრიოტიზმის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203