„ისტორიას გმირები არ ავიწყდება, ნურც ჩვენ დავივიწყებთ“- სპასოვკის N1 სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს აქტივობა მიუძღვნეს.
ისინი მემორიალთან შეიკრიბნენ, ამ მნიშვნელოვანი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ლექსები წარმოთქვეს და წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატრეს, აზრი დააფიქსირეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს.
„ისტორიას გმირები არ ავიწყდება, ნურც ჩვენ დავივიწყებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს