კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს
10-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის მერვე კლასში, სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის ხსოვნას საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა.

გაკვეთილი სომხური ენის მასწავლებელმა, ანთარამ კარაგოზიანმა ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი იყო საინტერესო აქტივობებით დატვირთული, რამაც აამაღლა მოსწავლეთა ცოდნა და გაუჩნდათ სურვილი - აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო პროცესში.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა გაკვეთილი შეაჯამა და თემის აქტუალობაზე ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203