„დღე გლოვისა და დღე გამარჯვებისა“ - ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
10-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს და 1989 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

„9 აპრილი, დღე გლოვის და დღე გამარჯვებისა“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს სიყვარულით გამსჭვალული პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.

მოსწავლეებმა და ქართული ენის მასწავლებელმა - ჯული ველელი შირინიანმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„რამდენი ტკივილი განიცადა ქართველმა, რამდენი ცრემლი დაიღვარა, რამდენი ახალგაზრდა ადამიანი შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას. მომავალმა ახალგაზრდა თაობამ ეს არ უნდა დაივიწყოს და გმირებს ღირსეული პატივი უნდა მიაგონ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203