თბილისის N173 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები დაიმსახურეს
10-04-2023
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებენ.

მათ შორის არიან, ლილე ლობჯანიძე და თიკა ჩლაიძე, რომელთაც izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები მოიპოვეს. წარმატების დამადასტურებელი დიპლომი ლილე ლობჯანიძემ მარტის შემაჯამებელ ტესტში დაიმსახურა, თიკა ჩლაიძემ კი თებერვლის. 

izrune.ge ამაყობს თავისი წარმატებული იზრუნელებით და მოსწავლეებს მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203