დილისკის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ფშავის გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურისა და ადათ-წესების შესახებ ბუკლეტები შექმნეს
10-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის - ფშავის გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის,  სამზარეულოს, კულტურის, ადათ-წესებსა და ტრადიციებს შესახებ ბუკლეტები მოამზადეს. 

ისინი აქტივობაში მოდნომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. თავდაპირველად, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და შემდეგ ბუკლეტები დაამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203