როლური თამაში ისტორიის გაკვეთილზე - ჩაისუბნის N2 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის სცენარი გაითამაშეს
10-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო, მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ.

ამჯერად, სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ირმა რიონიძემ IX კლასში თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი - როლური თამაში გამოიყენა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იდეა ისტორიის გაკვეთილზე გაჩნდა.

„შრომატევადი შეხვედრების შედეგად შეიქმნა სცენარი - „პარიზის სამშვიდობო კონფერენცია“, სადაც მოსწავლეებმა მოირგეს როლები და სასკოლო საზოგადოებას წარმოუდგინეს იმიტირებული პროცესი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამის შემდგომ მოსწავლეებმა გააცნობიერეს ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა, ინდივიდუალური, ჯგუფური პასუხისმგებლობა, მცირე ჯგუფში ქცევის უნარის გამომუშავება და ერთობლივი მუშაობის ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ „სიმულაცია“, ანუ როლური თამაში განსაკუთრებით საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ასევე უმაღლებს მოტივაციასა და ინტერესს საგნის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203