სადახლოს N1 საჯარო სკოლა წარმატებული მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით ამაყობს
10-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლას წარმატებული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ჰყავს.
ამჯერად, კურსდამთავრებულებს ალია მეხტიევას - ოქროს, რივეიდა ხუდიევას - ოქროს, ხოლო ქანან შარიფოვს ვერცხლის მედლები და სიგელები გადეცათ.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები თამარა ჯალილოვა, აიშა ხალილოვა, მალაკ ჯაფაროვა, ილქნურ ლაიშოვა და ჩინარა ბაირამალიევა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
სკოლაში თითოეულ მოსწავლისა და კურსდამთავრებულის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს