როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა ზიბზიბაძე გაცვლითი პროგრამით აშშ-ში ისწავლის
10-04-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლას შეგდეგზე ორიენტირებული, ნიჭიერი მოსწავლეები ჰყავს. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე გაგა ზიბზიბაძეა, რომელმაც მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა FLEX-ში გაიმარჯვა, ის ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იცხოვრებს და ისწავლის.

აღსანიშნავია, რომ ის მიზანდასახული, ბეჯითი და მოტივირებული მოსწავლეა. სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გაგას და მის ინგლისური ენის პედაგოგს ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203