„როგორ მუშაობს კომპიუტერი სქემის დახმარებით?“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის III კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
10-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, III კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა პროექტი/კომპლექსური დავალება - „როგორ მუშაობს კომპიუტერი, სქემის დახმარებით“, განახორციელა. 

მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სახის კომპიუტერს, გაიგეს, თუ როგორ მუშაობენ ისინი, რაზეა დამოკიდებული მათი სიმძლავრე. გარდა ამისა, შეასრულეს კომპიუტერული სავარჯიშოები, შეიყვანეს მონაცემები და აანთეს ნათურა. მათ თაბახის ფურცელზე შექმნეს თამაშისთვის „კარიბჭეში“ შესასვლელი პირობითი ნიშნები „ქვა, მაკრატელი, ფურცელი“.

აქტივობებმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ ჩაიარა. კლასის დამრიგებელი განგა ჭუჭუხაშვილია.

„ვსწავლობთ თამაშით“ პროგრამაში და თაბახის ფურცელზე შექმნეს იმ ნივთების სქემა, თუ რომელს სჭირდება ელექტროენერგია, რომელს - არა და შეიძლება გვქონდეს ისეთი მოწყობილობა, რომელსაც ელექტორენერგია სჭირდება ან არ სჭირდება.
ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა თამაში და ამ თამაშში ლოგიკურ ოპერატორებად ყოფნა. ყველას პირველობა უნდოდა.
და ბოლოს, დიდი სურვილი, რომ კიდევ გაგრძელებულიყო ეს თამაში.
გადამდებია ეს სიახლის ცოდნა, სიხარული და სიყვარული, რომელიც ყველა მასწავლებელს ღიმილს გვრის მათი მომღიმარი მოსწავლის დანახვისას, რომელმაც ცოდნა ასე ხალისით გადმოცა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებელს და სკოლას. გისურვებთ მრავალი პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203