დეხვირის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
10-04-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მონდომებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ტყის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა და ეკოკომიტეტის კოორდინატორმა - ლამზირა ონიანმა პრეზენტაცია გამართა. მას სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

პრეზენტატორმა ტყის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აუდიტორია აქტიურად ჩაერთო, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

გარდა ამისა, მერვე კლასის მოსწავლე მარიამ სილაგაძემ თემატური პოსტერი დაამზადა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარადგინა, მან კითხვებსაც უპასუხა. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად სკოლის ეზოში ხეები დარგეს, მაკულატურა შეაგროვეს და განაცხადეს: „დატოვე შენი მწვანე კვალი, დარგე ხე, ჩააბარე მაკულატურა და გადაარჩინე ხე“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203