რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, პროკურორს შეხვდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. რუისის N2 და რუისის N1 საჯარო სკოლების X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, პროექტი - „მირანდას უფლებები“, განახორციელეს. მათი პედაგოგები მარიკა ღვინიაშვილი და ზამირან მღებრიშვილი არიან.
პროექტის მსვლელობის მორიგ ეტაპზე მოსწავლეები პროკურორ გიორგი მექვაბიძეს შეხვდნენ. მან მოცემულ თემაზე საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია გამართა. აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მათ კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„მადლობა ქალბატონ ზამირანს და მის მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩემს ყოჩაღ და საყვარელ მეათეკლასელებს, მათ დამრიგებელს ქალბატონ მერის. ვფიქრობ, პროექტის მომდევნო ეტაპს საინტერესოდ და ნაყოფიერად გავაგრძელებთ კვლავაც ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: