ტურცხის საჯარო სკოლაში დირექტორმა და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საინტერესო შეხვედრა გამართეს
10-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. 

მას სკოლის დირექტორის მ/შ შორენა აკოფაშვილი და სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მდგრადი განვითარების მიზნებისა და სკოლის განხორციელებული პროექტის - „არა სიღარიბეს“ შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანი და სკოლის როლი ამ მიზნების განხორციელების პროცესში დაწვრილებით განიხილეს. 

შეხვედრის მიმდინარეობაში ყველა მონდომებითა და ინტერსით ჩაერთო. მოსწავლეებმა პროექტის - „არა სიღარიბეს" განხორციელების დაწვრილებითი ანგარიში და პრეზენტაცია წარადგინეს. 

შეხვედრის ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას დამატებითი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა. ასევე, მშობლების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით, განხორციელებული პროექტის თაობაზე, მცირე ზომის კითხვარები შეავსეს. 

„სკოლა მიიჩნევს, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმირება ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი და აუცილებელი პირობაა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
სკოლის დირექცია და პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე უღრმეს მადლობას მოახსენებს ყველა დამსწრეს და განსაკუთრებული მადლობას უცხადებს მშობლებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203