ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს. ამჯერად, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტუმრად იმყოფებოდნენ. გაიმართა შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ დიმიტრაძე, თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გელაძე, ასევე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირმა შავაძე და ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლესი საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.