საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მშობლიური ენის ღია გაკვეთილი ვაჩიანის საჯარო სკოლაში
10-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VII კლასში მშობლიური ენის მასწავლებელმა - არუსიაკ გაბრიელიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც გრამატიკის ნაწილს - არსებით სახელს ეხებოდა. 

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი ჩართულობა და აქტიურობა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემით გამოიხატებოდა.

​მათ აღნიშნულ გაკვეთილზე ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203