ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
10-04-2023
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები მბროლაურის მოსწავლე–ახალგზრდობის ცენტრის ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში - „მოაზროვნე“ მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ კონკურსში სკოლის მეთორთეტეკლასელები: მარიამ თომაძე I ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო ბაქარ ჭელიძე II ადგილზე გავიდა.
კონკურსში მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო ნამუშევრებისთვის კონკურსის მონაწილეებს - ნინო მესხაძეს, თათია ნატმელაძეს, ანა ონიანს, საბა დუშუაშვილსა და ანა კობახიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„გილოცავთ ბავშვებო! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავს კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლა მუდმივად მხარს უჭერს.