შავღელეს საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
10-04-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლას ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ.

სასკოლო საზოგადოება პატარებს დიდი სიხარულით შეეგება.

მასპინძლები - დირექტორის მოადგილე შორენა დავითაძე და ბიბლიოთეკარი ირა ბოლქვაძე პატარებს სასკოლო ცხოვრებასა და საგაკვეთილო პროცესზე ესაუბრნენ. 

პატარებმა სკოლის ბიბლიოთეკაც ინახულეს, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მომავალი სკოლის მოსწავლეებისთვის ვიზიტი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, მოსწავლეებთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს და ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებისთვის სკოლაში სტუმრობა მოტივაციის მიმცემი გახდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203