My breakfast- ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მოამზადეს
10-04-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
ამ მიზნით ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად კი, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის ნანა მალაყმაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - My breakfast, მოამზადეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.