მარტუნის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
10-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალხმრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში სპორტის გაკვეთილზე სპორტული აქტივობა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა, ხალისით ჩაერთნენ და ღირსეულად იასპარეზეს.

აღნიშნულმა აქტივობამ სპორტის გაკვეთილს ინტერესი და ხალისი შემატა. მოსწავლეებმა კი დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხშირად იმართება მსგავსი ღონისძიებები. აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203