ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პროექტი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
10-04-2023

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლამ წარმატებას საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში მიაღწია.

გრანტების კონკურსი სკოლის პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE) გამოაცხადა.

კონკურსში, მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის ყველაზე მეტი - 19 საქართველოდანაა, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ამბროლაურის N1 საჯარო სკოლისაა.

„გვიხარია, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი - 19 პროექტი საქართველოდანაა. ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203