დღვანის საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
10-04-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაცია გამართეს, გაიხსენეს ის გმირები, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას, 1989 წლის 9 აპრილს შეეწირენ. მათ ასევე, ისაუბრეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე. აღნიშნეს, თუ რა დამსახურება მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. 

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203