„დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“ - იაღუფლოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში 1989 და 1991 წლის 9 აპრილს აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 1989 და 1991 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა თემატური პოსტერიც მოამზადეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.