კვახჭირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
10-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ისაუბრეს, თუ რა უნდა იცოდნენ და რა უნდა გააკეთონ წყლის დასაცავად.
მათ მოიპოვეს ინფორმაცია სოფელში რომელი მდინარე ჩამოედინება და ამჟამად, რა მდგომარეობაა მის სანაპიროზე, როგორი გზებით ჭუჭყიანდება წყალი და რა უნდა გააკეთონ წყლის გლობალური დაცვისთვის.
აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსწავლეთა პედაგოგი - მარეხი ყვავაძე, ხოლო დამრგებელი - თამარ აფრიდონიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს