ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, მე-6გ კლასის მოსწავლეები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ. ისინი აქტივობაში უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, გარემო დაათვალიერეს, ექსპონატებს გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ.
მუზეუმში - „ბორღალო“ წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება (ფოლკლორული სიმღერის თანხლებით) და სხვა. აქ თქვენ შეხვდებით მანეკენებს შრომითი საქმიანობის, ასაკისა და ხასიათის გათვალიწინებით. ასევე წარმოდგენილია მუზეუმის დამფუძნებლის, ქემალ თურმანიძის ხეზე კვეთილობის ნაკეთობანი.
იხილეთ ფოტოები: