წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
10-04-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ირმა ბუაჩიძესთან ერთად, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური კედლის გაზეთი გამოუშვეს. ისინი აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ამ მიზით კი წევის წმინდა გიორგის ეკლესიაში თითო სანთელი დაანთეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203