კოთელიის საჯარო სკოლის ინიციატორთა კლუბმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა გამართა
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა. ამავე სკოლაში არსებულმა ინიციატორთა კლუბმა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. აღნიშნული აქტივობა მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, განხორციელდა. ამ პროექტის მთავარ მიმართულებად კლუბმა ნარჩენების მართვა აირჩია.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიების მიმდინარეობისად შემდეგი საკითხები განიხილეს:
- მდგრადი განვითარება;
- მდგრადი განვითარების მიზნები;
- გარემო და გარემოს დაცვა;
- ნარჩენების მართვა, ტიპები და ა.შ;
კლუბისა და პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი თამარ დევდარიანია. ის თანამშრომლობს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფთან. სწორედ მათ გადასცეს კლუბს საჭირო პრეზენტაციები და საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ორ ენაზე - სომხურად და ქართულადაა შედგენილი. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს ინფორმაციას ხელმისაწვდომს იქ მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ხდის.
„ეს ბროშურები დაურიგდათ მოსწავლეებს შეხვედრის დასკვნით ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი აქვთ მშობელთა ჩართულობის, მათი ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება - ამავე ორგანიზაციასთან თანამშრომლობით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: