„დიდება გმირებს!“- უჩხოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
10-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო სოლომონიძემ მე-5 და მე-6 კლასში აქტივობა - „დიდება გმირებს“, ჩაატარა. მოსწავლეებმა სათქმელი საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203