პერევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური შეჯიბრი VIII, IX, X, XI კლასებს შორის ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
შედეგად, პირველი ადგილი - X კლასის მოსწავლეთა გუნდმა, II ადგილი - XI კლასის მოსწავლეებმა, III ადგილი - VIII და IX კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს.
პერევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა თვითმართველობას აქტიური მუშაობისათვის.
იხილეთ ფოტოები: