
პედაგოგი მელანია დოლიძე მოსწავლეებს სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობისთვის მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს და მათი წინსვლისა და წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს.
ამჯერად, პედაგოგის ინიციატივითა და რესურსებით, მოსწავლეები 9 აპრილს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად გამართულ ტურნირში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ბალახის ჰოკეის შეჯიბრში იასპარეზეს.
მონაწილეებმა ასევე, ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა, განსაკუთრებით კი ნატო გიორგაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
პედაგოგ მელანია დოლიძისთვის, მოსწავლეების სპორტულ განვითარებასთან ერთად, მათში პატრიოტიზმის ამაღლება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები: