
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
მათ სკოლაში აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის მეშვეობითაც სასკოლო საზოგადოებას ამ დღის ისტორიული როლი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს.
მათ ასევე აღნიშნულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ შესახებ ისაუბრეს და თემატური პოსტერები, კედლის გაზეთი შექმნეს.
აქტივობაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: