„ქვეყანა მათ ხსოვნას სანთლებად აანთებს“ - მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
10-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგების ხელმძღვანელობით ისინი მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშივებით, კომპოზიცია - „ქვეყანა მათ ხსოვნას სანთლებად აანთებს“ წარადგინეს. აღნიშნული კლასების დამრიგებლები ლამარა კვერნაძე და ბელა ჟორჟოლიანი არიან.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა 21 მომიტინგე. მათ ასევე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, დაანთეს სანთლები და აღნიშნულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრდა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს