„წიგნი თუ კომპიუტერი?“- ერკეთის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგისა და IV კლასის მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი
10-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, ცისია კალანდაძემ IV კლასში, საკლასო პროექტი - „წიგნი თუ კომპიუტერი“, განახორციელა.

მოსწავლეებმა როლური თამაში მოაწყვეს, მოირგეს მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულების, ადვოკატების როლები და იმიტირებული სასამართლო პროცესი წარმართეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „მოუსყიდველ“ მოსამართლეს, წიგნისა და კომპიუტერის ადვოკატებმა, დაცვის ქვეშ  მყოფთა სიკეთე და ღირსება, საკმაოდ მტკიცე და ფაქტებით გაჯერებული არგუმენტებით დაუსაბუთეს.

მოსამართლემ და მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთის გარეშე, ცალკე არცერთი არ იქნება სრულყოფილი.

ვერდიქტი იყო ასეთი - „მოსწავლეს სჭირდება ორივე გამოიყენოს გონივრულად!“.

მოსწავლეებისთვის პროექტი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203