
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ინგლისური ენის მასწავლებელმა, ხათუნა აბრალავამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად იმუშავა. მათ ერთობლივად მრავალფეროვანი პოსტერი შექმნეს, რომელიც ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს ასახავს.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ხათუნა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
ბიოლოგიის მასწავლებელმა - ანნა წულაიამ, მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა შემეცნებითი-საგანმანათლებლო გაკვეთილი, სახელწოდებით - „რა არის ჯანმრთელობა და რატომ უნდა ვიყო ჯანმრთელი?“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს: დისკუსიაში; გაიაზრეს პირადი ჯანმრთელობის აუცილებლობა; გაეცნენ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელობას; გაარკვიეს, რომ განათლებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
გაკვეთილის შეჯამებისას, მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს 4 ჯანმრთელობის პრინციპი:აღსანიშნავია, რომ ჩატარებული აქტივობები მჭიდრო კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებთან:
N3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
N4 ხარისხიანი განათლება.
იხილეთ ფოტოები: