ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა პრომეთეს მღვიმის დაცულ ტერიტორიაზე კონფერენცია მოაწყვეს 
10-04-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.

მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გასვლითი კონფერენცია პრომეთეს მღვიმის დაცულ ტერიტორიაზე ჩაატარეს.

მოსწავლეებმა, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს მღვიმეების მნიშვნელობაზე და მათ დადებით ზემოქმედებაზე, ასევე ტუბერკულოზის გავრცელების და მისი პრევენციის შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიის თანამშრომელმა - ლაშა ერბელიძემ მოსწავლეებისთვის მღვიმის დაცულ ტერიტორიაზე ეკოტური მოაწყო, მან მღვიმის წარმოქმნის ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა.

„მადლობა ბატობ ლაშას საინტერესო ტურის ორგანიზებისთვის. ასევე ბიოლოგიის, ქიმიის და ტექნოლოგიების პედაგოგებს: დარეჯან კუჭუხიძეს, ხათუნა ჩუბინიძეს, ირმა გოქაძეს და ლელა ხარშილაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203