„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - პატრიოტული ღონისძიება ხიზაბავრის საჯარო სკოლაში
10-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.
ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორმა, აკაკი ადეიშვილმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა, ხოლო ქართული ენის პედაგოგმა - მ.ასპანიძემ და ისტორიის პედაგოგმა - გ.ქუქჩიშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს.
მოსწავლეებმა, საქართველოსთვის ტრაგიკული დღის მნიშვნელობა გაიაზრეს, იმ დღის შესახებ საინტერესო და მათთვის უცნობი ფაქტები მოისმინეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, სკოლის ბიბლიოთეკარი თ.ადეიშვილი აქტიურად იყო ჩართული.
„დღე ემოციებით სავსე იყო...“ - გვეუბნება პედაგოგი ლიანა მურადაშვილი.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს