კოდის საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა მოეწყო.
სკოლის დირექციასთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან და X-XI კლასის მოსწავლეებთან ქვემო ქართლში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა იყო.
მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის დაარსების და გაფართოების, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. გამართეს დისკუსია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნულ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
იხილეთ ფოტოები: