წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა - „მეწინავე“ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
10-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები ჰყავს. 

ამჯერად, სკოლის ინტელექტუალური გუნდი „მეწინავე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. 

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ლიკა მიქაბერიძე (კაპიტანი), მარიამ ვეფხვაძე, ლიზა ჯომიდავა, ნიტა თვარაძე და ლევან ბენიძე.

გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ფაქიზო-ფატი ფანჩულიძემ დაასაჩუქრა.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობისა და წარმატებების დიდი ისტორია აქვს. სკოლაში ინტელექტკლუბი ფუნქციონირებს, რომელსაც თეა ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს.

„ვულოცავთ ჩვენს ჩემპიონებს, მათ პედაგოგებსა და სკოლის დირექციას ამ გამარჯვებას! დირექტორის საჩუქარმაც არ დააყოვნა გამარჯვებული ინტელექტუალებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203