
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის X კლასის მოსწავლეები - ლიზი ჟიჟივაძე და თათია მესხიძე ქობულეთის მუზეუმისა და ჩეხეთის კულტურის ცენტრის - თბილისის ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამაში - „ქალის როლი საზოგადოებაში“ მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასკვნითი საღამო ქობულეთის მუზეუმში გაიმართა.
„მუზეუმში მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს ქობულეთის გამორჩეული ქალბატონების - ასმათ ჟიჟავაძისა და ფადიმე ქათამაძე-მესხიძის შესახებ ინფორმაცია“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამაში მონაწილე სკოლის წარმომადგენლები - მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაირა ჟიჟავაძე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებას სკოლა ყოველთვის უჭერს მხარს.
იხილეთ ფოტოები: