‎ქუთაისის N16 სკოლის XI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გერმანული ენის გაკვეთილი
10-04-2023

‎ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერეო სასწავლო დღეებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა უცხო ენების ხარისხიან სწავლებას. მოსწავლეები ინგლისური ენის გარდა სწავლობენ მეორე ევროპულ ენას - გერმანულს. 

XI კლასის მოსწავლეებმა, გერმანულის პედაგოგთან - თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილთან ერთად სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზეს და დამსწრე აუდიტორიას გააცნეს გერმანული სამზარეულო, პარარელურად ისაუბრეს ქართულ კერძებზე. შექმნეს ფლაერები და გადაიღეს ვიდეორგოლი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეხმარება მოსწავლეებს წარმოიდგინონ სიტუაცია სიმულაციურად, იპოვონ მისი გადაჭრის გზები და სტრატეგია.

ამ დროს შეიძლება მათ იპოვონ ჰობი, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში.  

„ამ ტიპის სწავლება ავითარებს ინტერპერსონალურ უნარს, პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს უწევთ ინტერვიუს აღება, ატარებენ გამოკითხვას, ახდენენ შეგროვილი ინფორმაციის ანალიზს, ამყარებენ კომუნიკაციას პროექტის მონაწილეებთან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექციამ და ხარისხის მართვის ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203