შრომის საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასში მათემატიკის გაკვეთილებზე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პედაგოგი მზია ხოშორაძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება მათემატიკის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მეცხრეკლასელებმა აღნიშნულ ღონისძიებაზე ზოგად მათემატიკასა და ქართველ მათემატიკოსებზე საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

მათ ასევე კლასში სახალისო, მათემატიკური აქტივობები გამართეს, რომელშიც მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203