
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებსა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
ამჯერად, ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ბაში-აჩუკი?“, გაიმართა.
ვიქტორინაში, მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინის მიზანი, აკაკი წერეთლის ნაწარმოების შეჯამება და მიღებული ცოდნის გამოყენება იყო.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინის ორგანიზატორი, პედაგოგი თამარ დუშმანაშვილი გახლდათ.
მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, ბავშვებმა საგაკვეთილო მასალა კიდევ უფრო საფუძვლიანად ისწავლეს და ცოდნა განიმტკიცეს.
იხილეთ ფოტოები: