ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე კესო თუთბერიძე ქართული მუსიკის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია 
09-04-2023

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა  კესო თუთბერიძე, რომელმაც ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა. 

2-5 აპრილს, ზესტაფონში, მუნიციპალიტეტებს შორის, ქართული მუსიკის VII ეროვნული კონკურსი ჩატარდა, რომლის ინიციატორი ხელოვნების სკოლასთან ერთად, ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი გახლდათ. 

კონკურსში, სხვადასხვა რეგიონებიდან, ქვეყნის მასშტაბით 26 მუსიკალური სკოლა მონაწილეობდა. 

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე კესო თუთბერიძე კი, კონკურსის გამარჯვებული და I პრემიის მფლობელი გახდა. 

კესოს დამრიგებელი ასმათ გიორგაძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ კესო ლაღიძის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია, რომლის დირექტორი ლალი თუთბერიძე, სასწავლო ნაწილის გამგე კი - ნინო წერეთელია. 

კესოს, ამ მცირე ასაკში უამრავი ლაურეატის წოდება აქვს მოპოვებული, რაშიც დიდი წვლილი უდიდესი ტრადიციების მქონე მუსიკალურ სკოლას და მის პედაგოგ, სოფო ხუციშვილს მიუძღვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  კესო 3 წლიდან ეუფლება სიმღერას, 5 წლის ასაკში ვალერიან შიუკაშვილის აღმოჩენა გახდა, მდიდარი შინაგანი ბუნებით და ფაქიზი ბგერით, რაც მისი შესრულების განსაკუთრებულ მანერაში გამოიხატება.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი სიამაყით ულოცავს კესოს ამ დიდ აღიარებას და მომავალშიც უდიდეს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203