მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
07-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტრები დაამზადეს.

მოზარდებმა ჯანმრთელობის მნიშვნელობა განსაზღვერს, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ჯანმრთელად და ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია გაუწიეს.

მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, მათ საკითხთან დაკავშირებით კიდევ მეტი ინფორმაცია მიიღეს და თანატოლებს გაუზიარეს. 

სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრებისა და სწორი კვების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები ჯანსაღ ცხოვრებას ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიონ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203