
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, მე-6 და მე-7 კლასებს შორის სპორტული ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მეშვიდეკლასელებმა გაიმარჯვეს.
აქტივობაში მოსწავლეები ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კარგი თამაშისთვის სკოლის დირექტორმა ორივე კლასი სიმბოლურად თასებით დააჯილდოვა.
მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს ერთმანეთთან აახლოებს, რაც მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: