
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ხარაგაულის კინოთეატრში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ მხიარულთა და საზრიანთა გუნდების კონკურსში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ახალგაზრდული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში მოეწყო.
სხვადასხვა გასართობ და იუმორისტული ნომრებით მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის 14 სკოლა წარსდგა, მათ შორის ლეღვანის საჯარო სკოლიდან იუმორისტული ნომერი დებიუტანტმა გუნდმა - „ვეფხვიაური“ წარადგინა.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მერის პირველი მოადგილე - ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი - მამუკა ჭიპაშვილი. ხარაგაულის იუმორისტული გუნდის - „ჭირიმე“ წევრები: გიორგი მაქაძე და გიორგი ჭიპაშვილი, აბაშის იუმორისტული გუნდის - „სულ გუგუნის“ წევრები- გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელია, გორის იუმორისტული გუნდის - „კეხურა“ კაპიტანი შოთა გელაშვილი გახლდათ.
მსგავს კონკურსებში მოსწავლეთა ჩართულობას სკოლა მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: