ზესტაფონის N1 სკოლაში, ქველმოქმედების მიზნით, ტკბილეულისა და სააღდგომო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
07-04-2023
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის კლუბის „პატარა მეწარმეების“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ტკბილეულისა და სააღდგომო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა სკოლის ფოიეში გაიმართა. საგამოფენო ნივთები მოსწავლეებმა თავად დაამზადეს, მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„პატარა მეწარმეები“ შემოსული თანხით სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმარებიან და სააღდგომო დღეებს გაულამაზებენ.
„თითოეული ნივთი ამჟღავნებდა შემქმნელის დიდ მონდომებასა და ნიჭიერებას. საინტერესო და საქმიანი დღე შედგა. წარმატებას ვუსურვებთ კლუბის წევრებს, რათა მომავალში არაერთხელ მოგვხიბლონ თავიანთი შემოქმედებით და სიკეთე აკეთონ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კლუბის „პატარა მეწარმეები“ ხელმძღვანელი ზაირა მაჭავარიანი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს