დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
07-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების საშუალებით, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ 9 აპრილი არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების თარიღი, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა მოგონების დღე. 

ღონისძიება სკოლის წამყვანი მასწავლებლების: ნონა თოდუას და მზევინარ ჩუბინიძის ორგანიზებით მოეწყო. 

მასწავლებლებმა, ბავშვებს 9 აპრილს მომხდარი მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, ისტორია და მერაბ კოსტავას სიტყვით გამოსვლის ჩანაწერი გააცნეს.

ღონისძიება ამაღელვებელ ნოტაზე დასრულდა, ბავშვებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203