თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
07-04-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა სპორტულ ოლიმპიადებში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით მონაწილეობენ. 

ხულოში, უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა  გაიმართა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა და მონაწილეობდა 70-მდე სპორტსმენი, მათ შორის იყვნენ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

მოსწავლეებმა სკოლა ამჯერადაც ასახელეს, 32კგ წონით კატეგორიაში 1 ადგილი ბექა ცეცხლაძემ მოიპოვა, ხოლო  - 29 წონით კატეგორიაში მე-11 ადგილი - რატი ბოლქვაძეს ერგო. 

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 

შეჯიბრი მიზნად ისახავს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის განვითარებას, პერსპექტიული მოჭიდავეების გამოვლენას და ხულოს მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელ გრიგოლ შანთაძეს მიღწევებს ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203